ერთ აპლიკაციაში შეგიძლიათ რამდენიმე ტიპის სამედიცინო სერვისის მიღება:
- ექიმთან ვიდეო და სატელეფონო კონსულტაცია
- დისტანციური კონსულტაციის დაჯავშნა
- აფთიაქის სახლში გამოძახება
- COVID-19 ონლაინ პროგრამა
- საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან ვიდეო კონსულტაცია
- 24/7 პედიატრიული კლინიკა
- ლაბორატორიის სახლში გამოძახება ან დაჯავშნა.
REDMED-ით სამედიცინო მომსახურების მიღება შენთვის კომფორტულ გარემოში შეგიძლია და, ამასთანავე, ზოგავ დროს.
წარმოიდგინე, აპირებ საზღვარგარეთ ექიმთან წასვლას - გჭირდება ბილეთის შეძენა, საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნა, ვიზისთვის საბუთების მომზადება, გამოკვლევების თარგმნა და სხვა საკმაოდ ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესების გავლა. REDMED-ის საშუალებით კი შეგიძლია ამერიკაში, გერმანიასა და შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ ექიმებთან გაიარო კონსულტაცია ქვეყნიდან გაუსვლელად, შენთვის სასურველ დროს. თანაც, ამ პლატფორმაზე პაციენტებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხების ატვირთვა შეუძლიათ, რაც დიაგნოზირებას უფრო ამარტივებს.
სისწრაფე არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროსაც აუცილებელია. REDMED-ის პედიატრიული კლინიკა 24/7-ზეა ხელმისაწვდომი და კვალიფიციური პედიატრისგან დროულ უკუკავშირს მოიაზრებს.
დაუკავშირდი პედიატრს, თუ:
- გჭირდებათ სწრაფი და დროული რჩევა
- გაქვთ კითხვები ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით
- გჭირდებათ კონკრეტული პასუხი ბავშვის ჩივილზე
პედიატრის ვიდეო კონსულტაციიდან ერთი კვირის განმავლობაში კი ექიმთან განმეორებით კომუნიკაცია უფასოა.
გარდა ამისა, REDMED-ი უკვე ქართველი ემიგრანტებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს ექიმთან დაკავშირება ვიდეო კონსულტაციით მათთვის მოსახერხებელ დროს შეუძლიათ. თანაც, REDMED-ის საშუალებით კონსულტაციას მშობლიურ ენაზე მიიღებენ.
ზოგჯერ ადამიანები ექიმთან ვიზისტისგან თავს იმიტომ იკავებენ, რომ არ იციან კონკრეტული მიმართულებით რომელი სპეციალისტი სჯობს. REDMED-ი ამ პრობლემას მარტივად წყვეტს. საიტზე ან აპლიკაციაში შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულების ექიმების გამოცდილებასა და კომპეტენციას გაეცნოთ და წაიკითხოთ სხვა მომხმარებლის მიერ დატოვებული შეფასებები.
REDMED-ის სერვისის დასრულებიდან მომავალი 48 საათის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია უფასოდ დაუკავშირდეს ექიმს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში. ეწვიეთ REDMED-ის საიტს ან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია და მიიღეთ თქვენთვის სასურველი სამეიდიცნო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად.
მასალის გამოყენების პირობები