მოძრაობა "საქართველოთვის" წევრი გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პოლიტიკური დევნის ობიექტი ამჯერად მისი ძმა გახდა, რომელსაც სამუშაო კონტრაქტს მხოლოდ იმიტომ არ უგრძელებენ, რომ გიორგი მუმლაძის ძმაა. როგორც თავად აღნიშნავს, შ.პ.ს "ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში" სიმონ მუმლაძე 10 წელია მუშაობს, ახლა კი კონტრაქტს მხოლოდ მას არ უგრძელებენ:
"პოლიტიკური დევნა არ არის ახალი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის! ქოცსისტემა ჩემს მოთმინებას და ბრძოლისუნარიანობას კიდევ ერთხელ გამოცდის! ამჯერად ჩემს მეორე ძმას, სიმონ მუმლაძეს აგდებენ სამსახურიდან, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს "ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში" 10 წელია მუშაობს სპეციალისტად, არის თავის საქმის პროფესიონალი და ერთგულად ემსახურება საქმეს. ერთადერთი "პრობლემა", მისთვის არის ის რომ ჩემი ძმაა, სწორედ ამიტომ მთელს სამსახურში, მხოლოდ მას არ გაუგრძელეს ხელშეკრულება! ჩემი ოჯახისთვის თავს შევაკლავ ნებისმიერს! პატარა კაცუნებს ყველგან სათანადო პასუხს გავცემთ!" - წერს მუმლაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






