"ამნისტიის გაწვევა, რაც არის შემოთავაზებული ინიციატივა არ მგონია, რომ სწორი იყოს, ვინაიდან, ეს არის ერთი დიდი შეთანხმების ნაწილი",- ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში მზადაა, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდეს.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ ამნისტიაზე იქნება საუბარი.
"რით შეიძლება აიხსნას პოზიციის ეს მეტამორფოზა ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად, ეს დიდი ხანია შეთავაზებულია და გირაოს შესაძლებლობა სიახლე არ არის. ამ წუთას შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის. შეთანხმება ამნისტიის გამოცემას ითვალისწინებს. უნდა ვისაუბროთ ამ თემებთან დაკავშირებით და ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი კოლეგების მხრიდან ხედვები. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ შევთანხმდეთ, ბუნებრივია, საამისოდ სურვილი გაგვაჩნია“,-განაცხადა სარჯველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






