"ამნისტია არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც ვერ შევცვლით, ხელშეკრულებაზე უკვე ხელი მოწერილია", - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ხათუნა სამნიძე, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება , რომელიც მზად არის, ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.
"მივესალმები ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ფაქტია, ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები მას აღიარებენ , როგორც პოლიტიკურ პატიმარს. ასე იყო იმ დღიდანვე, როდესაც შემოთავაზებაში გაჩნდა გირაოს გადახდა ევროკავშირის მხრიდან, ეს კარგია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ვალდებულებაა ამ ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ამნისტია. ამიტომ, ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება და ამ გზას მივყვებით. მეორე ამბავია რა თქმა უნდა, თუ მედიატორები, რომლებიც ამ დოკუმენტის ავტორები არიან, მათი მხრიდან მოხდება ამ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეტანა, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს, თუ მასში ცვლილება აღარ შევიდოდა. ეს არის საკითხი ისევ და ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტი, ასე ვიტყოდი. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები უდნა შევასრულოთ და ხვალ მივდივართ, რომ დავარეგისტრიროთ“,-განაცხადა სამნიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






