მელიას გზავნილი სწორია, რას ნიშნავს ამნისტია? უნდა გამოვიდეს როგორც დამნაშავე? - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 19:22, 26 Apr, 2021     1199

"ამჯერადაც აბსოლუტურად სწორია ის გზავნილი, რაც მან გამოგზავნა ...რას ნიშნავს ამნისტია?! ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან როგორც დამნაშავე?!" , - ასე ეხმაურება ნინო ბურჯანაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.

მისივე განმარტებით, ამნისტიით უშვებენ დამნაშავეებს, ამნისტიით არ ათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს და არ აღიარებს სახელმწიფო, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა.

"ნიკა მელიას არაერთხელ გამოვუცხადე სოლიდარობა და აღვნიშნე, რომ ძალიან სწორი გზავნილები აქვს ციხიდან. ამჯერადაც აბსოლუტურად სწორია ის გზავნილი, რაც მან გამოგზავნა იმიტომ, რომ მოდით პირდაპირ ვთქვათ, დიდი შეცდომა იყო ამ დოკუმენტის ხელმოწერა ასე ნაჩქარევად. ჩვენ შეგვეძლო, როგორც ეს დანიელსონთან იყო, ოპოზიციას მეორედ დაეკავებინა პრინციპული პოზიცია და უკვე ნამდვილად მივიღებდით იმას, რაც ჩვენ გვინდა. რას ნიშნავს ამნისტია?! ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან როგორც დამნაშავე?! ამნისტიით უშვებენ დამნაშავეებს, ამნისტიით არ ათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს და არ აღიარებს სახელმწიფო, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა. ნიკა მელია უნდა გაუთანაბრდეს იმ ადამიანებს, ვინც 20 ივნისის აქციებს არბევდა?! ამნისტია სჭირდება ხელისუფლებას. რა თავხედურად ლაპარაკობენ ნახეთ, რომ მომავალში ვისაც წაუყენებენ ბრალდებას იმათაც კი აღარ უნდა შეეხოთ არაფერიო. ანუ თავის საქმეს იკეთებენ და ოპოზიციამ რას მოაწერა ხელი მაინტერესებს, რომ ნიკა მელია გაიგივებოდა იქაურ პოლიციელებს, რომლებმაც ადამიანებს თვალები დასთხარეს?!", - განუცხადა ბურჯანაძემ ფორმულას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42