ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ საპატიმროდან გავრცელა მიმართვა, სადაც მის ოპოზიციონერ კოლეგებს სთხოვა, რომ ამნისტიის კანონი უკან გაეწვიათ, სანაცვლო კი თითონ დათანხმდებოდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს გადახდას.
მიმართვის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც, სავარაუდოდ, მელიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
შეხვედრა IRI-ის ოფისში გაიმართება.
შეგახსენებთ, ხვალ 20 ივნისის ამნისტიის ინიცირება უნდა მომხდარიყო პარლამენტში, რასაც ოპოზიციონერი ლიდერი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მისი თავისუფლების ხარჯზე 20 ივნისის ღამის დარბევებში მონაწილე ჯალათებს არ უნდა მოხსნოდათ პასუხისგმებლობა.
სწორედ ამიტომ, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს გადახდას, რომელიც ასევე უკანონოდ მიაჩნია მას.
მასალის გამოყენების პირობები






