"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ამნისტიის კანონს უკან ვერ გაიწვევს, რადგან ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის ნაწილია. მისივე თქმით, ამნისტიის კანონი არავითარ შემთხვევაში არ შეეხება ჯალათებს:
"ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა. ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ეს არის ბატონი მელიას პოზიცია, რომელიც ალბათ მედიატორმა უნდა განიხილოს. დაველოდოთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ასეთი განზრახვა არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ ისეთი ფორმულირება იქნეს შეთავაზებული "ქართული ოცნების" მიერ, რომელიც დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. ეს არის გამორიცხული... ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ შეთანხმებაში როცა შევედით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება - ერთი [გიორგი რურუა] უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როცა ჩვენ შევალთ პარლამენტში, მეორე პოლიტპატიმრის [ნიკა მელია] ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის გირავნობას დაეთანხმოს ევროკავშირიდან, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ საპატიმროდან გავრცელა მიმართვა, სადაც მის ოპოზიციონერ კოლეგებს სთხოვა, რომ ამნისტიის კანონი უკან გაეწვიათ, სანაცვლო კი თითონ დათანხმდებოდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს გადახდას.
მასალის გამოყენების პირობები






