"ლელოს" ოფისში მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ისინი მმართველ გუნდთან შეხვედრამდე კონსულტაციებს გადიოდნენ, რომელიც 20 ივნისის ამნისტიის კანონს შეეხება.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არავინ აპირებს ჯალათებს რაიმე აპატიოს. მისი განმარტებით, ოპოზიციის მიზანია, ამნისტიის კანონთან მიმართებაში მმართველ გუნდთან საერთო პოზიციამდე მივიდნენ:
"არავინ აპირებს, ჯალათებს რამე აპატიოს. ამიტომ აქ მთავარი კითხვაა, თუ მოხდება საერთო პოზიციების შეჯერება და საბოლოო ჯამში იქნება, თუ არა ერთიანი დოკუმენტი, რაზეც ,,ოცნებაც" და ოპოზიციაც შეთანხმდება. საჯარო განცხადებებით, რაც ,,ოცნებისგან" მოვისმინეთ, არ ჩანს ამის იმედი. კონსულტაციები ,,ოცნებასთან" კიდევ იქნება. დადგება იმის დრო, როცა ,,ოცნებას" თავისი პოზიცია ექნება, ხოლო ოპოზიციას-თავისი, რომელზეც მიშელის დოკუმენტში მოაწერა ხელი. ,,ოცნება" იძახის რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს, ეს ასე არ იქნება. თუ დაზარალებულის სურვილი არ იქნება, არავის არ უნდა ვაპატიოთ" - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






