კი წერია, რომ 12 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ საერთოდ ვებრძვით კი რუსულ აგენტურას საქართველოში? - ელისაშვილი სუს-ის ანგარიშზე
პოლიტიკა - 16:52, 26 Apr, 2021     1056

სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ძირითადი საკითხები უწყების მუშაობასა და რუსულ აგენტურას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და მართვას ცდილობდნენ.

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ანგარიშს სკეპტიკურად უყურებს. ელისაშვილის განმარტებით, მან არ იცის, კონტრდაზვერვის სამსახური მუშაობს თუ არა და საერთოდ თუ მიდის რუსული აგენტურის წინააღმედგ ბრძოლა, რადგან საჯაროდ ჯერ არც ერთი რუსი ჯაშუში არ გამოაშკარავებულა:

„მე, როგორც ერთ მოქალაქეს, ერთ დეპუტატს ჩვენს სპეცსამსახურთან მაქვს ის პრეტენზია, რომ არ ვიცი საერთოდ კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმდინარეობს თუ არა. ამ ანგარიშში კი წერია, რომ იქ 12 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ა.შ, მაგრამ საერთოდ ვებრძვით კი რუსულ აგენტურას საქართველოში? ვხედავთ, რომ ჩეხეთიდან 63 რუსი გააძევეს, მათ დიდ ნაწილს ჯაშუშობის ბრალი წარუდგინეს, იტალიის არმიაში აღმოაჩინეს აგენტები, ბულგარეთიდან გააძევეს დეპუტატები და აგენტები და ჩვენთან საჯაროდ არცერთი რუსი ჯაშუში არ გამოაშკარავებულა. როგორ ვახერხებთ ამას?! დარწმუნებული ვარ, ალბათ, დუღს საქართველო რუსეთის აგენტურით. ასე მიჩუმათებულად და ჩუმად კი არ უნდა მოქმედებდეს, რომ 12 საქმე აღვძარი და ზრდილობიანი ფორმა, არამედ გამოაშკარავებული უნდა იყოს მთელი ეს ქსელი. სულ მცირე, როცა ადამიანები ციხეში სხედან, მაგალითად, ვაჟკაცი ბიჭი ზაზა გახელაძე და ვერაფრით ვახერხებთ მის გამოხსნას, თუ აქ აგენტს გამოვააშკარავებდით, გავცვლიდით მაინც ჩვენს მოქალაქეში და ვაჟკაც ბიჭში. ეს კითხვა მექნება ყოველთვის, სანამ საქართველო არ მოიქცევა ისე ღირსეულად, როგორც ჩეხეთი იქცევა, როცა ასე ღიად დაუპირისპირდა რუსეთს. არ ვამბობ, რომ რუსეთს ომი უნდა გამოვუცხადოთ, მაგრამ ვინც ქვეყანას ძირს უთხრის და რუსეთის აგენტურა ამითაა დაკავებული, ვამხილოთ მაინც, ვაჩვენოთ მაინც ხალხს, რომ ესენი არიან მავნებლები ან გამოვიყენოთ მაინც იმ ინსტრუმენტად, რომ ჩვენი დატყვევებული მოქალაქეები გამოვიხსნათ.

მე, როგორც ერთ დეპუტატსა და მოქალაქეს, მგონია რომ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, არადა, როცა ხელისგულზეა, რომ დათარეშობენ, რუსეთის აგენტურა დათარეშობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და არამხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში. არგუმენტები გასაგებია, მაგრამ ქმედება უფრო გასაგებია ჩემთვის. სახელმწიფოსა და სპეცსამსახურისგან თავმოყვარე საქციელი იქნებოდა, რომ გამოაშკარავებული იყოს რაღაც ნაწილი მაინც იმ აგენტურის, რომელიც ამ ქვეყანას ძირს უთხრის და ანგრევს“, - განაცხადა ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42