"ლელომ" 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტში ე.წ. ჩამკეტი მექანიზმების შესახებ ახალი ინიციატივა წამოაყენა. კერძოდ, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეეხოს, თუ თანხმობას დაზარალებული განაცხადებს - აღნიშნულის შესახებ "ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა:
"რაც შეეხება სამ პოლიციელზე, რომელზეც აპელირებენ, ლელოს ინიციატივაა ამ შემთხვევაში, რომ გაკეთდეს ჩამკეტი მექანიზმი, ეს არის აპრობირებული მეთოდი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ორი ამნისტია ასე გამოიცა, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს ამნისტია", - განაცხადა სამუშიამ.
მისივე განმარტებით, ჩანაწერის სულისკვეთებაა, რომ ამნისტია დაზარალებულებს შეეხოთ, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც უსაფუძვლოდ აქვთ ბრალი წარდგენილი მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო.
მასალის გამოყენების პირობები






