"ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ოპოზიციას მეტი მოთმინება რომ გამოეჩინა, მმართველი გუნდი უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ამ ვითარებაში კი გამარჯვება უფრო ახლოს იქნებოდა:
"ქართული ოცნება" ყოველ დღე ფეთქდება იმ ნაღმზე, რომელიც მელიას დაჭერით თავად დაიდო.
სანამ „ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, 21-ე საუკუნეში, მონებით ვაჭრობა ლეგალური გახადოს, ოპოზიციის ნაწილი კბილების კაწკაწით შერბის პარლამენტში, ცდილობენ თავისი დესტრუქციული ქმედება ნიკას „შეტენონ“ და თან, ამ ყველაფერს გამარჯვებად წარმოგვიჩენენ.
მოკლედ, ოპზიციას მეტი ერთობა რომ გამოეჩინა, მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, „ოცნებაც“ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გამაჯვებაც უფრო ახლოს იქნებოდა.
ისე, ან რამდენი თან მძიმეწონიანი ჩინოვნიკი უნდა „შეიწიროს“ ამ ერთმა კაცმა?" - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






