დღევადნელი შეხვედრა ოპოზიცასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა, მხარეებმა აზრები გაცვალეს ერთმანეთთან, აცხადებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
"მეორე მხარეს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი ხედვა, როგორ გვესმის ჩვენ ეს კანონი და მოვისმინეთ მათი მოსაზრებებიც. ასე რომ, ჩვენ დღეს კონკრეტული შედეგისთვის არ მიგვიღწევია. ეს ამნისტია ვერ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ბრალი წაუყენონ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით და ასევე იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რომლებმაც, შესაძლოა, გასცეს ბრძანება უკანონო დარბევასთან დაკავშირებით. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ დაზარალებულების თანხმობა ამნისტიასთან დაკავშირებით არის საჭირო იმიტომ რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს საქართველოში ამნისტიის კანონის მიღების თვალსაზრისით", — განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






