უკვე საუკუნეებია დეპრესიის სხვადასხვა ფორმებით მილიონობით ადამიანი იტანჯება და ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მისი აღმოჩენა თავისუფლად შეუძლია. ექიმები ამისთვის სხვადასხვა ანალიზებს, მათ შორის სისხლის ანალიზსაც იყენებენ, თუმცა, მხოლოდ მისი მეშვეობით დიაგნოზი არავის დაუსვამს პაციენტისთვის.
ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამეცნიერო საზოგადოებას პირვე;ად წარუდინეს ახალი მეთოდი, რომლის თანახმადაც დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობის გამოვლ;ენა უბრალო სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი.
მათ გამოავლინეს 26 ბიომარკერი, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა მანიებს, დეპრესიებსა და აშლილობებს.
ექსპერიმენტი, რომელიც ინდიანაპოლისში 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასობით პაციენტი იქნა გამოკვლეული, რომელთაც ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. მოწმდებოდა მათი მდგომარეობა, რომელიც სპეციალური შკალით იზომებოდა და ყოველი ასეთი შემოწმებისას მატ სისხლის ანალიზს უკეთბდნენ. სწორედ ამ დროს გამოავლინეს მათ ზემოთ აღნიშნული ბიომარკერები, ხოლო შემდგომი ანალიზისას დააკონკრეტეს, რომ მათგან 12 მჭიდროდ არის დაკავშირებული დეპრესიასთან, ხოლო 6 ბიპოლარულ აშლილობასთან, ხოლო 2 სხადასხვა მანიასთან.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ მეთოდის პრაქტკაში გამოყენებამდე დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ისინი აპირებენ სამედიცინო საზოგადოება მის სარგებლობაში დაარწმუნონ.
მასალის გამოყენების პირობები






