"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი , არჩილ თალაკვაძის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ "მხარე, რომელიც ხელს მოაწერდა დოკუმენტს, ვეღარ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე".
"თავიდანვე, დავსხედით და დავიწყეთ საუბარი იმაზე, ვინ წავიდოდა მოლაპარაკებებზე, ეს იყო მთავარი თემა. უკვე იმ დროიდან ვიცოდით, რომ თუ წარმატებით დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები, ადამიანი, რომელიც ხელს მოაწერდა ამ დოკუმენტს როგორც მხარე, აღარ იქნებოდა მის პოზიციაზე. თავად არჩილმა დაიწყო ამ თემაზე საუბარი, რომ როდესაც ხელს მოაწერდა დოკუმენტს და ხელმოწერამდე ჩართული იქნებოდა ამ მძიმე და ხისტი მოლაპარაკების პროცესში, რა თქმა უნდა, ვეღარ შეასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას... კახა კუჭავა არ არის ნეიტრალური მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მაგრამ რეალურად მას გაცილებით უფრო დიდი რესურსი გააჩნია იყოს ნეიტრალური და გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს" , - ამბობს ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






