ელისაშვილს, ხვიჩიას, მეგრელიშვილს და "ოცნების" დეპუტაციას ვუყურებ, ბედნიერები არიან, გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ - მელია
პოლიტიკა - 22:27, 24 Apr, 2021     2799

"ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ეს ადამიანები თავს რომ ოპოზიციონერებად ასაღებენ, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან?“- ამბობს პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია.

მისივე თქმით, როდესაც ის საპატიმროს დატოვებს, ქართულ ოცნების" დეპუტაციას, ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს “სათანადო ყურადღებას მიაქცევს”.

"მინდა გამოვეხმაურო იმ სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“ და ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ეს ადამიანები თავს, რომ ოპოზიციონერებად ასაღებენ, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან?

საუბრობენ, თითქოს, ვინაიდან მე უარი განვაცხადე მიმეღო ინდულგენცია და გამოსასყიდის თანხა არ ჩავარიცხინე ევროკავშირს, ამის შემდეგ ამოქმედდა სათადარიგო მექანიზმი - ამნისტია. წინააღმდეგ შემთხვევაში მელიას, რომ მიეღო ეს თანხა ევროკავშირისგან, ამნისტია არ იქნებოდა დღის წესრიგშიო. აი ამას ტირაჟირებს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, „ქართული ოცნება“, ელისაშვილი და იაგო ხვიჩია ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებენ.

ვერცერთ ეტაპზე ჩემზე გამარჯვება ვერ მოიპოვეს და პირიქით, რამდენჯერაც შემომიტიეს, იმდენჯერ გამაძლიერეს. ვერც დაჭერით დამაკლეს ვერაფერი კი არა, პირიქით, ვერც სხვადასხვაგვარი ცილისწამებით და ხვდებიან, რომ ამ პრინციპებს არ გადავუხვევ და ვარ ურყევი ჩემს იდეასთან მიმართებით.

ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და "ქართულ ოცნების" დეპუტაციას ვუყურებ, ბედნიერები არიან, ფიქრობენ, ბედისწერა მათით დაინტერესდა. გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ, იმიტომ რომ ჩემთვის "ქართული ოცნება" და აი ეს ბატონები ერთი და იგივეა “, - აცხადებს მელია "მთავარ არხთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42