აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა, ის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, რომელმაც სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღისთვის მიძღვნილ განცხადებაში 1915 წლის მოვლენებს "გენოციდი" უწოდა.
ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მსხვერპლს პატივი უნდა მივაგოთ იმისთვის, რომ მომხდარი საშინელება ისტორიაში არ დაიკარგოს.
დღეს, როცა ვგლოვობთ მათ, ვინც დავკარგეთ, მოდით მივაპყროთ თვალები მომავლისკენ - სამყაროსკენ, რომლის აშენებაც ჩვენი შვილებისთვის გვინდა. სამყარო, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველდღიური ბოროტებისგან და შეუწყნარებლობისგან, სადაც ადამიანის უფლებები დაფასებული იქნება და სადაც ყველა ადამიანს შეუძლია, იცხოვროს ღირსეულად და უსაფრთხოდ... ...ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვინც ოსმალეთის ეპოქის დროს მომხდარ სომეხთა გონეციდს ემსხვერპლა, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების სენატმა 1915 წლის მოვლენები გენოციდად 2019 წელს აღიარა და შესაბამისი რეზოლუციაც გამოსცა. სენატის გადაწყვეტილება აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესებამ განაპირობა.
მასალის გამოყენების პირობები






