"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში ეხმაურება არჩილ თალაკვაძის თანამდებობიდან გადადგომას და წერს, რომ "არჩილის თავმჯდომარეობას უკავშირდება საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის სწორად მართვა".
მისივე შეფასებით, თალაკვაძის დამსახურებაა ურთულესი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, მნიშვნელოვანი გაძლიერება.
"არჩილის თავმჯდომარეობას უკავშირდება საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის სწორად მართვა; ურთულესი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, მნიშვნელოვანი გაძლიერება, რადგან არაერთ საკვანძო საკითხში ჩვენ, კომიტეტებს, მისი მხარდაჭერა უპირობოდ გვქონდა. მიხარია, რომ ის, როგორც ძლიერი სპიკერი, საპარლამენტო ცხოვრებას უკვე აქტიურ პროცესში შემოუერთდება და ასევე წარმატებები ჩემს მეგობარ კახა კუჭავას. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად წარუძღვება საპარლამენტო საქმიანობას",
მასალის გამოყენების პირობები






