ოჰაიოს უნივერსიტეტის ასტონომებმა აღმოაჩინეს უნიკალური შავი ხვრელი, რომელმაც ერთდროულად ორი რეკორდი მოხსნა.
პირველი - ის მზის სისტემასთან ყველაზე ახლო მდებარე შავი ხვრელია, მანძილი სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე აქამდე ცნობილ შავ ხვრელამდე.
ტერმინი "ახლო მდებარეობა", ბუნებრივია, კოსმოსური მანძილებით იზომება - დედამიწიდან "ირმის ნახტომის" გალაქტიკაში, თხის რქის თანავარსკვლავედში მდებარე მიკრო შავ ხვრელამდე მანძილი 1500 სინათლის წელია.
მეორეც, ის ყველაზე მცირე ზომის შავი ხვრელია. იმდენად მცირეა, რომ არცერთ კლასიფიკაციას არ ეკუთვნის და მეცნიერებს ახალი კატეგორიის შექმნა მოუწევთ."მცირე ზომაც" ასევე კოსმოსური საზომით იზომება - მისი წონა სამჯერ აღემატება მზეს და თითქმის მილიონჯერ უფრო მასიურია, ვიდრე დედამიწა.
მეცნიერებმა შავ ხვრელს A Unicorn-ი დაარქვეს.
მათი განცხადებით, Unicorn-ი მასიური ვარსკვლავი იყო და მას შემდეგ რაც მასში არსებული რესურსი ამოიწურა, ის შავ ხვრელად გადაიქცა, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, მაგრამ აქ უჩვეულო ის ფაქტია, რომ მისი წონა შესაძლო მინიმუმთან ახლოსაა - ვარსკვლავის მასა უფრო მცირე რომ ყოფილიყო, ის ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცეოდა.
ასტრონომები აცხადებენ, რომ მეთოდი, რომლითაც ჯუჯა შავი ხვრელის აღმოჩენა მოხდა, მათ საშუალებას მისცემს მისი მსგავსი კატეგორიის შავი ხვრელები უფრო მარტივად აღმოჩინონ.
მასალის გამოყენების პირობები






