ოპოზიციასა და მესამე სექტორს შორის შეხვედრა დასრულდა - რა გზაა გასავლელი ნიკა მელიას გასათავისუფლებლად
პოლიტიკა - 16:14, 24 Apr, 2021     1199

ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა დასრულდა - შეკრების მიზეზი ნიკა მელიას გათავისუფლების ფორმა იყო.

როგორც შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები აცხადებენ, ისინი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით. ოპოზიციონერ შალვა შავგულიძის თქმით, არ არის გამორიცხული პარლამენტში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის განსხვავებული კანონპროექტები შევიდეს.

"მინდა გამოვხატო იმედი, რომ შეთანხმების ხელშეწყობის შესრულების მიზნით "ქართული ოცნება" განიხილავს თავდებობის საკითხს პოზიტიურად. ნიკა მელიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება იმას, რომ ამ შეთანხმების შესრულება დაიწყოს რაც შეიძლება მალე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება ოპტიმალური ვარიანტი, თუ მას ამნისტია შეეხება და ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

"გირაო არ ანაცვლებდა ამნისტიას, ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. აღარ გვინდა დავუბრუნდეთ მელიას პოლიტპატიმრობის საკითხს მომავალში. გირაო ნიშნავს დროებით გამოშვებას ციხიდან, მაგრამ ვიცით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება მას მაინც შეაბრუნებდა ციხეში. ამიტომ მელიას საქმე ამნისტიით დაიხურება და ეს იყო პრინციპული პოზიცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების" , - ამბობს ვაშაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები კი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით პოზიციები არ შეჯერებულა და დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

"როგორც მახსოვს სამ პოლიციელზეა აღძრული საქმე და როგორც ჩანს, მათ ამნისტია შეეხებათ, თუმცა ჩვენ გვყავს დაზარალებულები, მათ შორის მაკო გომური, რომლის დაზიანებაში ჩართული პირები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამიტომ ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი მომავალში არ მოიხსნება," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და მისი პოლიტიკური გუნდი ამნისტიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მელია საპატიმროდან არც გირაოს სანაცვლოდ გამოსვლას აპირებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42