მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ეხმაურე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ნიკა მელიას გირაოს გარშემო განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
"ნიუპოსტი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"თუ ალეკო ელისაშვილს აუხდა საბედისწეროდ იმ მართალი კახელი კაცის წინასწარმეტყველება და „მარცხი მოუვიდა“, ამათ რატომ გონიათ, რომ იგივე არ დაემართათ?
ან რატომ ჰგონიათ ამ ხელმომწერებს, რომ მასზე უკეთესები არიან?
რატომღაც ვფიქრობ, ბევრს ავიწყდება, რომ ეს სახელმწიფოა და არა ბაზარი!
აბა, ან ეს ამნისტია რას ნიშნავს, ან გირაო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კობახიძის პირდაპი აღიარებითი ჩვენება არსებობს, რომ მელიას დაჭერა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა.
ან რომელ კანონში წერია, დაიფიცოს მელიამ, რომ გადაიხდის გირაოს და მერე შევა პროკურატურა გირაოს მოთხოვნითო?
ანუ, თუ მართლა დიდი იდეისთვის ვიბრძვით, ქვეყანას სამართლიანობა სჭირდება პირველ რიგში. რაც ნიშნავს იმას, რომ:
ღირსებისთვის ბრძოლის გამო დაჭერილ ადამიანს ვაჭრობა არ უნდა მოუწყო და შენ ამ დროს პარლამენტში კაბინეტეს არ უნდა ირჩევდე.
არც ტყვეებით არ უნდა ვაჭრობდენ ცივილურ სახელმწიფოში!
და არც ელჩებისგან უნდა მივიღოთ დამცინავი პასუხი აღარასოდეს: „ რა გაგიკვირდათ, რა მოხდა ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა თქვენთან, რა ისტერიკა ატეხეთო.“
დღეს კი, რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ როგორც მელიას ინტერესი არ გაითვალისწინა ოპოზიციის ნაწილმა, ისე არც ამომრჩევლის და არც ქვეყნის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ არასოდეს.
რადგან, 6 თვეა ბრძოლა მიდის, ხალხმა დაიჯერა, რომ ვადამდელი არჩევნებია მთავარი და ახლა თურმე, 43 % ადგილობრივ არჩევნებზე ყოფიალა ევროპული გზა და ჩქარ-ჩქარა მოაწერეს ხელი და შეცვივდნენ პარლამენტში.
ისე, ევროკავშირის ელჩების მაგიდიდან რომ ადგნენ და ზურაბიშვილისკენ გაემართნენ, გზად მაინც შეევლოთ ნიკასთან, ტელევიზორიდან რომ არ გაეგო იმ კაცს ყველაფერი.
მითუმეტეს, რომ დეპუტატის მანდატი ყველას აქვს და პრობლემა არ ექნებოდათ, მაგრამ ბანკეტზე აგვიანდებოდათ, როგორც ჩანს..." ,- წერს ჭიჭინაძე "ფეისბუქზე".
მასალის გამოყენების პირობები






