ოპოზიცია და არასამთავრობოები ერთმანეთს ხვდებიან - მთავარი თემა 20 ივნისის ამნისტიაა
პოლიტიკა - 13:02, 24 Apr, 2021     889

არასამთავრობო სექტორი და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები სასტუმრო "რუსში" ხვდებიან ერთმანეთს - შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა, სწორედ აღნიშნული დოკუმენტი და ამნისტიის კანონპროექტი იქნება, რომელიც საკანონდებლო ორგანოში სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს.

ამნისტიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები აქვთ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც დოკუმენტს ხელს არ აწერს.

"ქართული ოცნება" გეგმავს ამნისტია შეახოს 20 ივნისის მოძალადე პოლიციელებს და ამ დროისათვის სულ 3 სამართალდამცველის წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამნისტია არ შეიძლება შეეხოს ძალადობრივ დანაშაულს, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა:

კვალიფიკაცია არასწორად არის გამოძიებაში, მაგრამ რომც ჩავთვალოთ, რომ 333-ე მუხლი სწორია, ამ შემთხვევაშიც კი სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ეს არაადამიანურ მოპყრობაში გადის" - ამბობს "საიას" ხელმძღვანელი.

"ეს ყველაფერი არის მიბმული საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს...ყველა ამბობს და მეც ვიზიარებ, რომ ეს არის კომპრომისული ვარიანტი და ყველაფერი ყველას მოსაწონი არ იქნება", - ამბობს ეკა გიგაური "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება კი 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს შეხვდება. სავარაუდოდ ამნისტია იქნება უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე განხილვის მთავარი თემაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42