ოკუპანტები ტახტისძირში დილიდან ისევ გამოჩნდნენ - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ისინი ამჯერად მდინარე ფრონემდე შეძლებენ მოახლოებას.
მოსახლეობა შეშინებულია და ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდება - მთავრობა კი დუმს, ხოლო სუს-ი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
"ტახტისძირში დღეს დილიდან გამოჩნდა საოკუპაციო რეჟიმის საინჟინრო ტექნიკა. ხალხი დაზაფრული და შეშინებულია. მოლოდინი აქვთ, რომ ოკუპანტები უკვე ჩამოვლენ ფრონეს მდინარემდე, რომელიც ფაქტობრივად სოფელში შემოდის და ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ოკუპანტები სოფელს შეიძლება მოადგნენ" , - ამბობს დავით ქაცარავა.
ცნობისთვის, ქარელის სოფლებში ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია 20 აპრილს დაიწყეს. ხის ძელები სოფელ დვანში, დირბსა და ტახტისძირთან 500 მეტრის სიგრძეზე, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში დაამონტაჟეს.
მასალის გამოყენების პირობები






