პენიტენციური: ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება
პოლიტიკა - 20:52, 23 Apr, 2021     1636

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა. უწყეება უარყოფს ინფორმაციას, რომ ნიკა მელიას ტემპერატურის მატება აღენიშნება:

"მიმდინარე წლის 23 აპრილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება ჰქონდა ბრალდებულ ნ.მ-თან.

აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ადვოკატი ბექა ბასილაია, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულ ნ.მ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 19 აპრილს შეხვდა.

ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეხვედრა მინის ბარიერის მიღმა, კოვიდრეგულაციების წესების სრული დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, მისი ვირუსით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ამისა, ბრალდებულს შეეთავაზა სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირება, რაზეც უარი განაცხადა. გაფორმდა შესაბამისი ოქმიც.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ტემპერატურის მატება აღენიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ ეტაპზე მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს. მედპერსონალისადმი რაიმე ჩივილების წარდგენის შემთხვევაში ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა,"- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42