ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმეში ფიგურანტმა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოიკითხა, თავი მოიკლა - ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. სუიციდი მერაბ ბარბაქაძემ საკუთარი საცოხვრებელი სახლის ეზოში თავისივე ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ სამი მაღალჩინოსანი სისტემატიურად ძალადობდა ახალწვეულებზე, ჯარისკაცებს კი თვითმკვლელობის მცდელობა არა ერთხელ ჰქონიათ.
საქმეში ფიგურირებს ტელეფონში არსებული ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც მძიმე დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებაა.
ამასთან, დაკავებული მაღალჩინოსნის, დევდარიანის ძმა ერთ-ერთი ახალწვეულის მამას შეხვდა და საჩივრის უკან გატანა სთხოვა. მოსამართლემ და პროკურატურამ მიიჩნიეს, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.
ჯარისკაცებზე სისტემატირუად ძალადობისთვის დაკავებულებს მოსამართლე რომან ხორავამ ორთვიანია წინასწარი პატირობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები