რა მედიკამენტი მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებამდე გარდაცვლილმა ექთანმა, მეგი ბაქრაძემ ამის დასადგენად სამართალდამცავებმა აფთიაქები შეამოწმეს და ფარმაცევტების ნაწილი დაკითხვაზე დაიბარეს.
ოჯახი ბაქრაძის მდგომარეობის დამძიმების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ კლინიკაში დანიშნული მედიკამენტის მიღებას ასახელებს და აცხადებენ, რომ "2 აბი წამალი გარდაცვლილს ექიმმა მისცა".
ადვოკატები კი ამბობენ, რომ საქმის მასალებში მედიკამენტზე საუბარი არაა გამოძიებამ შესაძლოა რამდენიმე ექიმზე ან ექთანზე "გადატეხოს ჯოხი" და სისტემური დანაშაული საერთოდ არ გამოიკვეთოს.
"კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ გამოძიება იძიებს არა იმას, მეგის რამე წამალი ჰქონდა თუ არა მიღებული, რაღაც კონკრეტულ წამალს იძიებენ, კონკრეტულ წამალს ეძებენ სხვადასხვა აფთიაქებში. ამოღებული აქვთ აფთიაქებიდან გაყიდვების სია, რა მედიკამენტები გაიყიდა წინა დღეებში, რადგან ეძებენ რაღაც კონკრეტულ აბს და არ ვიცით რა აბს ეძებენ, ფიქრობენ, რომ ამას შესაძლოა რაღაც უკუეფექტი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიება რაღაც ვერსიას ალაგებს ამ საქმის შესახებ, რაღაც ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უნდა იპოვოს და დაასრულოს, ამ ვერსიით გამოიძიოს საქმე", - თქვა ოჯახის ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა.შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.
პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები