ეს დოკუმენტი არის საქართველოს წინსვლის გზა კრიზისის გადასაჭრელად - მაკალისტერი
პოლიტიკა - 12:01, 23 Apr, 2021     970

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა „ლელოს“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის დადებულ შეთანხმებასა და მისი პუნქტების შესრულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს წინსვლის გზაა და კრიზისის გადასაჭერად საუკეთესო საშუალება. მისი თქმით, ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს ამ პროცესში მხარი დაუჭიროს:

"ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც ჯერ ფურცელზეა ამობეჭდილი. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ყველა პუნქტის შესრულებას. სიტყვებზე მეტად მოქმედებაა მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და ინდივიდუალურ წევრებს ხელი მოაწერნ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი არის საქართველოს წინსვლის გზა კრიზისის გადასაჭრელად. გვქონდა მსჯელობა ნიკა მელიას გათავისუფლების გზებზე და „ლელოს“ ინიციატივაზე, თუმცა ამ ეტაპზე ამ თემას არ შევეხები. ნიკა მელია თავად თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში. არ მინდა დეტალებში ჩართვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ძალიან სწორად აღნიშნა, როდესაც განაცხადა, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არი დასაწყისი და ახლა მთავარი მისი შესრულებაა. აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. ევროპარლამენტი მზადაა საქართველოში ამ პროცესის მხარდასაჭერად.

საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება. როგორც წესი, ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება, მაგრამ ვითვალისწინებთ ამ არჩევნების განსაკუთრებულ დატვირთვას და ჩვენ შესაძლოა, განვიხილოთ, როგორ ვიქნებით ჩართული დაკვირვების პროცესში. საქართველოში ახალგაზრდა დემოკრატიაა. ვიცით, ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ პოზიტიურად ვარ განწყობილი", - განაცხადა მაკალისტერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42