მთლიანად მელიას ხარჯზე მოინდომეს ამათმა საკუთარი მომავლის მოწყობა-დალაგება... ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ტანჯვად ექცათ - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 11:05, 23 Apr, 2021     1379

"ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობა თავიდანვე უკანონო იყო და ახლა დაიწყეს "ვითომ კანონების დაცვა". მისი შეფასებით, დოკუმენტი პირდაპირი ლუსტრაციაა, ვინ იცავს ხალხის ინტერესს და ვინ - საკუთარს:

"მთავრობამ დაიჭირა, მერე ოპოზიციამ ხელი მოაწერა და ახლა დაიწყეს ვითომ კანონების დაცვა, მაშინ როდესაც თავიდანვე უკანონოდ დაჭირეს?!

ქვეყანა, სადაც ფაქტიურად მძევლებით ვაჭრობა მიღებულია, თან ამ ყველაფერში მონაწილეობს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, არაფორმალური მართველიც და ფორმალურიც...

ახლა კი, ამ რეალობაში ოპოზიციის ნაწილიც რომ შევა პარლამენტში და იმ ამნისტიაზე იმუშავებენ, რომელიც ნიკა მელიასთვის აბსოლუტურად მიუღებელია! რა ხდება შემდეგ, ლარის კურსი ჩამოვა ქვემოთ, ეკონომიკა წავა წინ, პირდაპირ ნატოში შევალთ და ზოგადად დასავლური ქვეყანა გავხდებით და ეს ყველაფერი ამ „ქართული ოცნების“ ხელში?

მოკლედ, ძალიან კარგი დოკუმენტია, რასაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა!

პირდაპირი ლუსტრაციაა, ვინ იცავს ხალხის ინტერესებს და ვინ საკუთარს და იმიტომ.

აბა მთლიანად ნიკა მელიას ხარჯზე მოინდომეს ამათმა საკუთარი მომავლის მოწყობა-დალაგება. ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ისეთ ტანჯვად ექცათ - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა და ზოგმა ვაჭრობა არასოდეს დაასრულა" - განაცხადა ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42