პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც არასრულწლოვან ნათესავებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. შეგროვილ თანხას კი სრულად ართმევდა ბავშვებს.
შსს-ს ინფორმაციით, მოზარდები მისი ცოლის დიშვილები იყვნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყება შესაბამის ჩანაწერებსაც ავრცელებს, სადაც ისმის რიგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას 46 წლის კაცი ბავშვს:
"დ.კ.: თვალებიდან ვერ იყურები ბიჭო?! მოდი აქ! მოდი აქ!
რა ძალა გადგია შე დედა *** ხვალე რომ მარტო დარჩები. გამაგიჟებს, ავადმყოფი, ავადმყოფი!
არასრულწლოვანი: ავადმყოფი ვარ და რა ვუყო?
დ.კ.: რატო ხართ ესეთი გამზდელ *** თქვენა, რომ ვლაპარაკობ არ მისმენთ თქვე გამზდელ ***ბო თქვენა. მო***, მოგკიდებ ხელს, დაგგლიჯავ, ***ს გაზრდილო შვილო შენ.
არასრულწლოვანი: ნუ მჭყლიტავ.
დ.კ.: რატო აკეთებ შე დედა მო*** შემომაკვდები ხელზე, მო**** პატრონს
არასრულწლოვანი: ღმერთს ვფიცავარ, ს.-ც იქ დავტოვე.... იქნება ხუთი ცალი, ვერ ვყიდი მე მეტს, წამიყვანეთ სხვაგან.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები