მთელი ღამის განმავლობაში გზებზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგს აწარმოებდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მისი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოსო ქადაგიშვილი. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, უამინდობის მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებების გარეშე იყო შესაძლებელი, მობილიზებული იყო სპეცტექნიკა, რომელიც საავტომობილო გზებზე ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა. ამ დროისთვის რეგიონების მიხედვით საქართველოს გზებზე არსებული ვითარება ასეთია:
თბილისის შემოსავლელი გზის კმ1-კმ49 (ზაჰესი-რუსთავი) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ156 (ნატახტარი–ხუნევი) მონაკვეთზე გუშინ (12.12.2013) დაწესებული აკრძალვა მოხსნილია. ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კახეთი
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ65 (ვაზიანი–თელავი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი(ლოჭინი)-წნორი მონაკვეთზე (კმ21-კმ119) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–მთიანეთი
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სამცხე–ჯავახეთი
დიდთოვლობის გამო, ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
იმერეთი
1. თოვლისა და ქარბუქის გამო, გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1–კმ106 (გომი–ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
2. ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1–კმ56 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ36 მონაკვეთში თავისუფალია, ხოლო კმ36–კმ56 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
3. ინტენსიური თოვის გამო, ჩოლაბურის ხიდი–თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ1–კმ29 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
4. დიდთოვლობის გამო, ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ30-კმ51 (მოლითი–ჩუმათელეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სამეგრელო–ზემო სვანეთი
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გურია
დიდთოვლობის გამო, საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ54 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აჭარა
დიდთოვლობის გამო, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის კმ10-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქვემო ქართლი
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ20–კმ95 (ფარცხისი–ნარდევანი) მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები






