"ნიკანორ მელია სააკაშვილის მსხპერპლია" , - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, "მთელი ამ თვეების განმავლობაში, ძალიან არგუმენტირებულად, გეგმაზომიერად ამტკიცებდნენ, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი".
"ნიკანორ მელია არის მსხვერპლი მისი პოლიტიკური ძალის და იმ ლიდერის, სააკაშვილს ვგულისხმობ.
ჩვენ, მთელი ამ თვეების განმავლობაში, ძალიან არგუმენტირებულად, გეგმაზომიერად ვამტკიცებდით, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი. მსოფლიოში ერთადერთები იყვნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და მთელი დანარჩენი მსოფლიო და პოლიტიკური სპექტრი ამბობდა საწინააღმდეგოს. ახლაც დარჩნენ მარტო, მხოლოდ მათთან პირდაპირ აფილირებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს და კიდევ ერთხელ დადასტურდა მათი ქმედებების არსი. სამწუხაროდ, ნიკა მელია მათი პოლიტთამაშების მსხვერპლია", - განაცხდა ამილახვარმა "ფორმულას" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






