შეხედეთ თანდართულ ფოტოს, რა გამოსახულება დაინახეთ პირველად - შეძლებთ გაარკვიოთ როგორი ადამიანი ხართ.

ხე
ხე ფოტოს ცენტრია, თუ ხე არის პირველი რაც შენიშნეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხართ ადამიანი, რომელსაც სურს ცხოვრების არსი გაიგოს. თქვენ გონებას გულისგან დამოუკიდებლად ამუშავებთ. თქვენი ლოგიკის გამოყენებით კი კარიერაში წარმატებას აღწევთ. ასევე, კარგად ფიქრობთ სანამ რაიმეს გადაწყვეტთ და როგორც წესი, ჭკიანურ, კარგ გადაწყვეტილებებს იღებთ. თუმცა, მხოლოდ ლოგიკაზე კონცენტრაციამ, შესაძლოა სხვა ემოციები დაგავიწყოთ. ფრთხილად იყავით, მხოლოდ გონებაზე დამოკიდებულებით არ დაგავიწყდეთ გული და ის, რაც მას სურს. ასევე, ლოგიკურმა აზროვნებამ შესაძლოა არ მოგცეთ ის ყველაფერი, რაც გსურთ და რისკზე უარის თქმა მოგიწიოთ. რისკის გარეშე ცხოვრებამ კი შესაძლოა უკან დაგხიოთ. მიეცით თავს უფლება იყოთ უფრო სპონტანური და არ შეგეშინდეთ სიახლეების. გამოდით საკუთარი კომფორტის ზონიდან და გამოამჟღავნეთ სრული პოტენციალი.

გორილა
გორილა ფოტოს მარცხენა მხარეს არის გამოსახული და იგი წარმოადგენს მამაკაცურ ენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა საკუთარ „მე“-სთან პრობლემები გაქვთ. შესაძლოა ტქვენ ზედმეტს სთხოვთ საკუთარ თავს და ეს იმედგაცრუებას იწვევს, როცა რაღაც ისე არ გამოდის, როგორც დაგეგმილი გაქვთ. თქვენ ძალიან მკაცრად ექცევით საკუთარ თავს, როცა რაიმე არ გამოგდით. ასევე ვერ პოულობთ დროს თქვენივე თავისთვის, რადგან მუდამ დაკავებული ხართ რაღაცის კეთებიტ. ამიტომ, უფრო მეტად მოახდინეთ ფოკუსირება საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებსა და აუცილებლობებზე, ეს გაგიხსნით ახალ პერსპექტივებს ცხოვრებაში. გამოზარდეთ საკუტარი სული და არა საკუთარი ეგო და ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი
თუ თქვენ თავდაპირველად ლომი შენიშნეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ იმპულსური ბუნება გაქვთ. ლომი ფოტოს მარჯვენა მხარეს არის განთავსებული და ეს ქალურ ენერგიას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მარტივად მიყვებით საკუთარ მოციებს და ინტუიციას ლოგიკისგან დამოუკიდებლად. შესაძლოა თქვენი გართობის სტილმა ზიანი მიაყენოს სხვებს, მაშინაც თუ ის არც თუ ისე მავნეა. თუმცა, ასევე თქვენ ძალიან კარგი და კეთილი პიროვნება ხართ. მხოლოდ კონცენტრირება და სწორი მიმართულების პოვნა გჭირდებათ. ტქვენ გსურთ იყოთ ძალიან წარმატებული და თქვენი ველური ბუნება ვერ უწყობს ფეხს არსებულ დოგმებს. თქვენი ინდივიდუალურობის შეგრძნება ძალიან მაღალია, გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის უჯერებთ საკუთარ ქვეცნობიერს და არ აქვს მნიშნნელობა ეს გადაწყვეტილება კარგია თუ ცუდი. უნდა მისცეთ სხვებს უფლება, ხანდახან დახმარების ხელი გამოგიწოდონ. ეს შესაძლოა ძალიან კარგად წაადგეს თქვენს ცხოვრებას.

თევზი
თუ ფოტოზე თევზი შენიშნეთ თავდაპირველად, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ რეალურ ხასიათს მალავთ, რადგან ფიქრობთ, რომ ადამიანებმა შესაძლოა ვერ გაგიგონ. თევზი ასევე გამოხატავს წინააღმდეგობრივ ბუნებას. ადამიანები სრულებით სხვა პიროვნებას ხედავენ თქვენში, ვიდრე რეალურად ხართ, რადგან ნადვილ „მე“-ს პროფესიონალურად მალავთ. თუმცა, ცხოვრობთ იმ ცხოვრებით, რომელიც თქვენთვის მისაღებია. თქვენ გიყვართ ცხოვრება, ხალხი და ბუნება. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველას და ყველაფერს პატივისცემით ეპყრობა. უნდა სცადოთ, რომ იყოთ უფრო გახსნილი ადამიანებთან ურთიერთობისას. უნდა მისცეთ სხვებს უფლება დარჩნენ თქვენს ცხოვრებაში.
მასალის გამოყენების პირობები






