"მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება უკანონო თვალთვალს, რომელსაც სუს-ი აწარმოებდა.
როგორც დოლიძე განმარტავს, მას გამოძიების მიმართ უნდობლობა აქვს:
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 6-ჯერ მაინც მაქვს განცხადება შეტანილი, სხვადასხვა საქმეზე სამართალდამცავ ორგანოებში, ეს არის მეორე შემთხვევა, რომელსაც გამოეხმაურა, სამართალდამცველი ორგანოები და პირველი შემთხვევა, ბინაში უკანონო თვალთვალზე. თუმცა, მაჩვენებელი, რომ არცერთი ამ განცხადებიდან შედეგამდე არ მისულა, მიუთითებს ზოგადად რა დღეშია ჩვენი სამართალდამცველი ორგანოები. როგორც იძიებენ ჩემს საქმეებს, ისე იძიებენ სხვა მოქალაქეების შემთხვევებსაც. დღეს, მე მოვედი გამოკითხვაზე, როგორც მოწმე, თუმცა ამ საქმეზე თავიდანვე მე ვარ განწყობილი სკეპტიკურად", - ამბობს დოლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






