პოზიცია არ შეცვლილა, არანაირი გირაო და ამნისტია - მინაშვილი მელიას საპატიმროში კიდევ ერთხელ შეხვდა
პოლიტიკა - 15:29, 22 Apr, 2021     959

ენმ-ს წევრი აკაკი მინაშვილი პარტიის ლიდერის ნიკა მელიას საპატიმროში კიდევ ერთხელ შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ნაციონალური მოძრაობისა და მათი ლიდერის პოზიცია უცვლელია და ისინი გირაოს გადახდასა და ამნისტიას არ თანხმდებიან. მინაშვილის განმარტებით, სანამ მელია ციხიდან სხვა მქეანიზმით არ გათავისუფლდება, პარტია შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერს:

"პოზიცია არ შეცვლილა, ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არ დაეთანხმება არავის მხრიდან გირაოს გადახდას, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი, გამოსასყიდი, და მისთვის არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ამის გადახდა ნიშნავს, რომ მომავალში უნდა დაკანონდეს პოლიტიკური დევნა.

ასევე, წინააღმდეგია ამნისტიის, რომელიც წარმოდგენილია, თუ ერთი პოლიციელის ამნისტიაც იგულისხმება, იგი ამ აქტს ეწინააღმდეგება. მან განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებს ისტორიის გადაწერაში.

პასუხისმგებლობის გადატანა ნიკა მელიაზე, რომელიც ინფორმირებულიც კი არ იყო თუ რა შინაარსის დოკუმენტზე მოაწერეს ხელი ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლების გზებთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა მინაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42