ევროკავშირი, იღწეული შეთანხმების მიუხედავად, საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას პოლიტპატიმრობით უკმაყოფილოა და კრიზისის ბოლომდე აღმოფხვრისთის ძალ-ღონეს არ იშურებს.
ხელისუფლების მცდელობა, მიიღოს ამნისტიის კანონი, რომელიც 20 ივნისის ღამეში მონაწილე ყველა პირს შეეხება, ნიკა მელიასთვის მიუღებელია, რადგან არ სურს, მოძალადე სამართალდამცველები ოცნებამ პასუხისმგებლობას აარიდოს.
ამის გამო, ევროკავშირი მზად არის, გირაოს თანხა გადაიხადოს და მელია ციხიდან დაიხსნას.
არსებული ცნობით, ამ დროისთვის ნიკა მელიას დასათანხმებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თავად ოპოზიციის ლიდერი უარს აცხადებს, ვინმემ გირაოს თანხა შეიტანოს მის გასათავისუფლებლად, რადგან მიაჩნია, რომ გირაოც და პატიმრობაც უკანონოა და მისი თავისუფლებით ვაჭრობის უფლებას არავის მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები






