ევროპარლამენტარები საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ის ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებს.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ხელისუფლების მხრიდან პირველ რიგში მელიას გამოშვებას ელოდება, რათა პარლამენტმა სრულფასოვანი შემადგენლობით იმუშაოს, რათა დემოკრატიის პრინციპები არ დაირღვეს:
"ყველაფერი დამოკიდებულია შემდეგ კვირეებში როგორ განხორციელდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულება. პირველ რიგში, საუბარია ნიკა მელიას გათავისუფლებაზე ციხიდან. ვიმედოვნებ, ეს გაკეთდება უახლოეს მომავალში. ჩვენი პასუხისმგებლობაა ასევე, ქართული დემოკრატიის მართებული ფუნქციონირება ამისათვის პარლამენტის სრულყოფილი სამიქნობაა აუცილებელი, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სწორედ პარლამენტში მიიღება", - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.
მასალის გამოყენების პირობები






