პოლიტიკურ პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ... ამნისტია ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებაა - "გავრილოვის ღამეს" დაზარალებულები მიშელს მიმათავენ
პოლიტიკა - 16:48, 21 Apr, 2021     1574
სპეციალურ მიმართვას უგზავნიან ევროპის საბჭოს პრეზიდენტს 20 ივნისს დაზარალებული მოქალქეები. წერილში, რომელიც შარლ მიშელის სახელზეა დაწერილი, საუბარია ე.წ. გავრილოვის ღამეს მონაწილეთა შესაძლო ამნისტიაზე. დაზარალალებული მოქალქეები ამბობენ, რომ ამნისტია მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, „რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“.

გარდა ამისა, დაზარალებულბი მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა 19-21 ივნისის საქმეების სამართლებრივი განხილვა.

20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულები, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ, მოუწოდებენ დასავლელ პარტნირებს, დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ისე, რომ მათ ჰქონდეთ შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება.

"პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას პატრიოტული მოტივით ვაპროტესტებდით.

ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი(ხელისუფლების ცნობით 240 ადამიანი) მათ შორის 38 ჟურნალისტი, რამდენიმე დემონსტრანტმა დაკარგა მხედველობა და თვალი.

დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია რომ თვალდათხრილ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხირდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 5 დემონსტრანტი ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას.

ამ ყველაფრის ფონზე მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა სამართლებრივი განხილვა 19-21 ივნისის საქმეების, რადგან ერთი მხრივ ხელისუფლებას ჩადენილი ძალადობის ფონზე ვერ მივცემთ პასუხისმგებლობის არიდების ფუფუნებას და მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ამნისტიაზე.

ხაზგასმელია რომ 19-21 ივნისის საქმეების დიდ ნაწილში იკვეთება არასათანადო მოპყრობის ნიშნები. საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკით კი როგორც მოგეხსენებათ ამნისტია ვერ ვრცელდება არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე. ამნისტიის მიზანშეუწონლობა იკვეთება განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 4 თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის მანძილზე.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ამნისტია მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია, რომ თუკი ევროპის ეგიდით მოხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა, ეს დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს.

გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე რომ ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება გვქონდეს", - წერია განცხადებაში.

27 აპრილს, სამშაბათს, ზოგიერთი ოპოზიციური აპრტია პარლამენტში შესვლას აპირებს იმ მიზნით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პარტიების ერთობლივი ვახშმის შემდეგ გახდა ცნობილი.


ფოტო: ზურაბ ცერცვაძე, სპეციალურად ნიუპოსტისთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42