ბევრი დიასახლისი თითქმის ყველა პროდუქტს, მათ შორის პურსაც მაცივარში ინახავს, თუმცა სრულიად ტყუილად. გაგაცნობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მაცივარში შენახვას არ გირჩევთ.
- პირველ რიგში, არასდროს შეინახოთ მაცივარში შოკოლადი! ჯერ ერთი, ის უსიამოვნო თეთრ ნადებს იკეთებს, მეორეც, შოკოლადი ადვილა ითვისებს მაცივარში არსებული სხვა პროდუქტის სუნს. გინდათ მიირთვათ შოკოლადი ძეხვის არომატით?
- არ შეინახოთ მაცივარში ეგზოტიკური ტროპიკული ხილი. გაიხსნეთ თქვენი ბანანი, ის შავდება და გაურკვეველ გემოს იღებს. ატამი მაცვარში მხოლოდ მაშინ უნდა მოათავსოთ, როდესაც ის ძალან მწიფეა. ასე რომ, ხილი სასურველია მაცივარში ცოტა ხნით მხოლოდ მაშინ შედოთ, თუ მისი ცივად მირთმევა გსურთ.
- ასევე კარგავს თავის თვისებებს ზოგიერთი ბოსტნეულიც. მაგალითად ბულგარული წიწაკა. ის უმჯობესია სამზარეულოს უჯრაში, ან ქაღალდის პაკეტში შეინახოთ. არც ნივრის შენახვას გირჩევთ, ის მშრალ, ბნელ ადგილას უნდა ინახებოდეს, ხოლო ასეთი პირობები მაცივრაში ნამდვილად არ არის.
- არ არის აუცულებელი მაცივარში შეინახოთ დაბეჭდილი სასმელები, სხვადასხვა სოუსები, ტკბილი პასტები, კონსერვები, მდოგვი, მწნილეული და კეტჩუპიც კი.
- და ბოლოს, არ შეინახოთ მაცივარში ნამდვილი სალიამი, ის ხომ გამომშრალი ხორცია და ისედაც დიდხანს ინახება
მასალის გამოყენების პირობები






