როგორ დავიპყროთ მამაკაცი? რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოხიბლოთ ის თქვენი სხეულით, შესთავაზოთ მას საყვარელი სასმელი ან კერძი და სხვ. თუმცა უფრო ეფექტური იქნება უბრალოდ მის ფიქრებს დაეუფლოთ, ანუ მან მუდმივად თქვენზე იფიქროს, თქვენით იყოს გატაცებული და კონცენტრირებული.
ეს ყველაფერი შეიძლება თავისითაც მოხდეს, მაგრამ შეგიძლიათ ამ პროცესის დაჩქარება შემდეგი დახვეწილი ხერხების მეშვეობით.
1. იყავით საინტერესო
რა თქმა უნდა, ვერ დააინტერესებთ აბსოლუტურად ყველას, მაგრამ არსებობს საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესების ხერხები იმათთან, ვისაც მოწონხართ. კარგი თანამოსაუბრის საიდუმლო მოსმენის უნარში მდგომარეობს.
თუ გინდათ მისი გულის მოგება და მისი აზრების დაპყრობა, ჯერ მოუსმინეთ მას. ჰკითხეთ მისი ინტერესები, გრძნობების და სურვილების შესახებ. შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმაზე, რა აღაგზნებს მას როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად.
თუ ამ ინფორმაციის ფლობით, თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მას თემებზე, რომლებიც მას მოსწონს, და ეს აიძულებს მას, კიდევ უფრო მეტად მოუნდეს თქვენს საზოგადოებაში ყოფნა.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას საკუთარი ინტერესები შეწიროთ. იდეალში, უნდა ნახოთ თემები, რომლებიც ორივე თქვენთვის იქნება საინტერესო. თქვენს უნდა იყოთ ხალისიანად, ხოლო ნებისმიერი საუბრის გაგრძელება უფრო მარტივია, თუ გიტაცებთ მისი თემა.
2. წამოაგეთ ანკესზე
თქვენ მის ყურადღებას დაეუფლეთ. ის თქვენ გისმენთ, გპასუხობთ და ადვილად გიყვებათ თავის თავზე. ის გენდობათ და თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს. ეს მშვენიერია! ახლა შეიძლება გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.
თუ ის თქვენით არის დაინტერესებული, მისი შეკავება არ იქნება რთული. უბრალოდ ოდნავ მეტი ფლირტი დაამატეთ.
თქვენი მამაკაცი გონებით, ოცნებით და ეროტიული ფანტაზიებით გამოირჩევა? მაშინ სექსტინგი გახდება მისი მიტყუების შესანიშნავი ხერხი. თუ მას ფანტაზიორობა უყვარს, გაუგზავნეთ მას თქვენი რამდენიმე სექსუალური სელფი.
ყოველთვის იყავით თქვენი თავის ერთგული. თუ არ ხართ თქვენს სურვილებზე გულახდილად საუბარს მიჩვეული, შეიძლება ოდნავ მიანიშნოთ. მაგრამ თუ მოგწონთ აქტიურობის გამოვლენა, არ იქნება რთული პარტნიორისთვის თვალებში იმის თქმა, თუ როგორ ძლიერ გინდათ მისი კოცნა.
3. მიჰყევით მის მაგალითს
როდესაც მასთან მიმოწერა დაიწყეთ, მიყევით მისი აზრების მიმართულებას. დაინტერესებულია თუ არა დეტალებით? როგორც წესი, კაცებს განვითარებული აქვთ მხედველობითი აღქმა, ამიტომ ეცადეთ გამოიყენოთ მეტი აღწერითი სიტყვა.
ზოგიერთი კაცი კმაყოფილდება უკვე იმით, რომ უბრალოდ მას ესაუბრებით, მაგრამ ბევრი მიისწრაფვის თავისი როლის გაფართოებისკენ. მის მიერ ყოველ აღწერილ ქმედებაზე უპასუხეთ რამე ისეთით, რაც ამაღლებს ვნების დონეს.
მაგალითად, რაც შეიძლება ხშირად მიანიშნოთ, როგორ ძლიერ გინდათ ის. ადამიანებს მოსწონთ გრძნობა, როდესაც სასურველი არიან. არ არსებობს უკეთესი აფროდიზიაკი, როგორც გრძნობა, როდესაც ვიღაცას სჭირდებით და ის, თუ როგორ გეხებიან, როგორ გიყურებენ, როგორ გპასუხობენ და როგორ გკოცნიან.
4. „Top of Mind“ იყავით
მარკეტინგში არის ცნება „top of mind”. ეს ნიშნავს საკუთარი ბრენდის ან კომპანიის პოზიციონირებას, როდესაც მყიდველს, რომელსაც კონკრეტულ საგანზე ფიქრისას პირველ რიგში თავში მოდის თქვენი კომპანია.
სწორედ ასე უნდა მოიქცეთ თქვენც - როდესაც მამაკაცი პიქრობს სიყვარულზე, ან ინტიმურ ურთიერთობებზე, სწორედ თქვენ უნდა გაახსენდეთ.
მაგალითად, დღის განმავლობაში შეგიძლიათ გაუგზავნოთ მას შემთხვევითი ინტიმური შეტყობინებები, მთავარია ეს რეგულარულად გააკეთოთ. შეიძლება ყოველდღიურად არა, მაგრამ დღეგამოშვებით მაინც. შეინარჩუნეთ თქვენ შორის ნაპერწკალი, როდესაც წერთ მას ხანგრძლივი დაშორების პერიოდებში.
5. ინტიმური სიახლოვე
ინტიმური შეტყობინებები, განსაკუთრებით პაემანის წინ, არის ვნების გაჩაღების შესანიშნავი ხერხი. ეს აღვიძებს წარმოსახვას, აგიჟებს კაცს და განაწყობს გარკვეული ქმედებებისკენ..
მასალის გამოყენების პირობები






