დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არსებულმა კორონავირუსის განსხვავებულმა შტამებმა, შესაძლოა, რეინფიცირების შემთხვევების გაზრდა გამოიწვიოს. მისი განმარტებით, ქვეყანაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბრიტანული შტამი ცირკულირებს, თუმცა მისი შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია:
„გიდასტურებთ, გარკვეული საფრთხე არის, მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც თუ შარშან ამ დროს რეინფიცირების ერთეული შემთხვევები იყო, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა ამან შესაძლოა გაზარდოს და არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ, ე.წ. ორმაგი შტამი ინდოეთის, სამხრეთ ამერიკული და ბრაზილიური შტამებიც. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, გარდა ბრიტანულისა, ეს შტამები ჩვენთან არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს. უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა. ლაბორატორიულად დადასტურებული 100-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა, ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით, 70-80% შემთხვევებში „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს ქვეყანაში, - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






