პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას "მის მიერ ჩადენილი ქმედება ეპატიოს". მისი თქმით, პარლამენტო დააინიცირებს ამნისტიის კანონპროექტს და დაიცავს შეთანხმების ყველა პირობას:
"ჩვენ მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ის ქმედება, რომელიც პროკურატურამ ინკრიმინირებული სახით წარუდგინა. რაც შეეხება სურს თუ არა მას ამ პატიების მიღება, ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის, ვინაიდან ეს არის შეთანხმების საგანი. შესაბამისად, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ და გამოვცემთ ამნისტიის აქტს.
თუმცა, ფაქტია, რომ ნიკანორ მელია უარს ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე, მის სასარგებლოდ გადახდილი იქნას გირაო და მე არ გამოვრიცხავ ასევე, იმ მოტივით, რომ რაში სჭირდება მას ქართული ოცნების წყალობა, ასევე უარი თქვას ამნისტიის აქტზე. თუმცა, ჩვენ დავიცავთ შეთანხმების ყველა პირობას.
შეთანხმებაში წერია, რომ ეს ამნისტიის აქტი შეეხება 19-20 ივნისის მოვლენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს თანაბრად შეეხებათ და იქნებიან ამნისტირებულები", - განაცხადა ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






