პოლიციელმა 16 წლის აფროამერიკელ გოგონას ესროლა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
მსოფლიო - 13:40, 21 Apr, 2021     2137
აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში პოლიციელმა 16 წლის აფროამერიკელ გოგონას მაკაი ბრაიანტს ესროლა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. გოგონა საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.

პოლიცია ადგილზე დანით შეიარაღებული თავდასხმის მცდელობის ფაქტზე მეზობლებმა გამოიძახეს. თუმცა, მოკლულის დეიდის ინფორმაციით, გოგონამ, რომელსაც სახლის სხვა ბინადრებთან კონფლიქტი მოუვიდა, დანა თავდაცვის მიზნით აიღო.

16 წლის აფროამერიკელი გოგონას სიკვდილს ქალაქში მღელვარება მოჰყვა. ხალხი გასაპროტესტებლად პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბა. სამართალდამცავები მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

პოლიციამ სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი გაასაჯაროვა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ამ გასროლით პოლიციელმა სხვა გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა, რადგან კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ესვრის გოგონას, რომელის ცდილობს 2 ადამიანს დანით ჭრილობა მიაყენოს. შტატის კანონმდებლობით, სამართალდამცველს გასროლის უფლება მოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მის ან გარშემომყოფების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

პოლიციელის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ იგი შემთხვევის ადგილზე იმ დროს მიდის, როდესაც უაურკვეველი რაოდენობის ადამიანებს შორის ჩხუბი მიმდინარეობს. გოგონა დანით ცდილობს დაარტყას ის ადამიანს, რომელიც მიწაზე წევს, ხოლო შემდეგ მეორე ადამიანისკენ მიემართება. სწორედ ამდროს პოლიციელი დანით შეიარაღებული გოგონას მიმართულებით 4-ჯერ ისვრის, ხოლო შემდეგ ცდილობს დაჭრილ გოგონას დახმარება აღმოუჩინოს.

მომხდარის გამოძიება განჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარდება, აცხადებს შტატის ხელისუფლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42