ოცნების დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის დანაშაული, რომელიც 20 ივნისს ჩაიდინა.
რაც შეეხება ამნისტიის კანონს, მაჭარაშვილის თქმით, ინიცირება მას შემდეგ მოხდება, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები შევლენ პარლამენტში:
„ჩვენ შეთანხმებაში რაც წერია სკურპულოზურად მივყვებით, ისე როგორც ეს წერია. რაც ეხება ამნისტიის კანონს, ცალსახად წერია, რომ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი წევრები შემოვლენ პარლამენტში და დაიწყებენ საქმიანობას. ჩვენ კონსულტაციები გვექნება ოპოზიციონერ პარლამენტის წევრებთან ყველა საკითხზე, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტზეც. რაც შეეხება თავად ნიკა მელიას პოზიციას, ის ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ვინმეს მიერ შეთავაზებულ გირაოს, არამედ ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს კიდეც ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია პროდასავლურები არ არიან და მეორე - თუ ნიკა მელია გირაოზე უარს ამბობს და სავარაუდოდ, ამნისტიაზე უარს იტყვის და ასე გადაწყვეტს, მაშინ შეგვიძლია ერთი რამ ვთქვათ მხოლოდ, რომ მან გულწრფელად გადაწყვიტა, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი რაც 20 ივნისს ჩაიდინა. მეტი ახსნა ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






