ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტიის მხარდაჭერა ყველა პარლამენტარს მოუწევს, როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, მეორე ხარისხოვანია ის შეხედულებები და შეფასებები, რაც ინდივიდუალურად რომელიმე მხარეს შეიძლება ჰქონდეს
„არ შეიძლება ვისაუბროთ იმის შესახებ, ვისი დანაშაული როგორი სიმძიმისაა. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოეწერა და მის შინაარსს უნდა მივსდიოთ. ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია ის შეხედულებები და შეფასებები, რაც ინდივიდუალურად რომელიმე მხარეს შეიძლება ჰქონდეს. როდესაც ამნისტიის აქტზე ვსაუბრობთ, ის არ შეიძლება პერსონიფიცირებული და ინდივიდუალიზებული იყოს. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელსაც ამნისტია უნდა აკმაყოფილებდეს. მისი მხარდაჭერა მოგვიწევს ერთად, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






