ევროკავშირი მზად არის, გადაიხადოს გირაო და თუ მელია უარს იტყვის გამოსვლაზე, მაშინ შევიწყალებთ - პაპუაშვილი
პოლიტიკა - 13:14, 21 Apr, 2021     1223

ოცნების დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ნიკა მელიას გირაოს გადაიხდის და თუ მელია მაინც უარს იტყვის გამოსვლაზე, პარლამენტი ამნისტიის გზას მიმართავს. მისი განმარტებით, თუ მელიას სურს, მალე გამოვიდეს ციხიდან, გირაო უნდა მიიღოს:

„გუშინწინ ჩაიშალა „ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" დესტრუქციული დღის წესრიგი, ამან განიცადა მარცხი და ახლა აცნობიერებენ ამას, წინა მცდელობები მათ მიერ შეთანხმების ჩაშლის შედეგი იყო, ამ ჯერზე მათ ყველანაირი შესაძლებლობა ჩაეკეტათ, შეთანხმება შედგა და ახლა, როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ შეთანხმების შესრულებას და ჩაშალონ მისი აღსრულება. გარწმუნებთ, რომ აქაც მათ ყველანაირი გზა ჩაეკეტებათ. რაც შეეხება გირაოს, ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს და თუ ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ თუ ვინც არის მის გარშემო შემოკრებილი, უარს აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი მიიღონ, სავარაუდოდ, ის ფიქრობს და გამოდის, რომ უნდა შევიწყალოთ, ამნისტია გარკვეულწილად პატიების აქტია პარლამენტის მხრიდან და მასაც არასამართლიანად თვლის სავარაუდოდ, არ ვიცი აპირებს თუ არა რომ დაეთანხმოს, თუმცა, ეს ბოლოს და ბოლოს არის მისი გადასაწყვეტი. მეტი არც ერთი გზა არ არის, ასე შეგვიძლია უბრალოდ, ციხის კარები გავხსნათ და ყველა გამოვუშვათ, ასეთი გზები არ არსებობს.

გუშინ საღამოს დაისვა კიდევ ერთხელ ეს კითხვა, რომ სხვა გზები ხომ არ არსებობს და შარლ მიშელმა ხაზგასმით აღბიშნა, რომ შეთანხმება მიღწეულია, ხელი მოწერილია და ყველამ უნდა კეთილსინდისიერად შეასრულონ. „ნაციონალურ მოძრაობას" ხელი არ აქვს მოწერილი და ახლა ცდილობენ, რომ ეს შეთანხმება ჩაშალონ, თუმცა, ამის მიუხედავად, გირაო მაინც იქნება გადახდილი ევროკავშირის მიერ და ნიკა მელიას შესაძლებლობა დარჩება, რომ თუ სურს მალე გამოვიდეს ციხიდან, ეს გირაო მიიღოს, თუ არ მიიღებს, ამნისტიის კანონი მაინც იქნება მიღებული, ჩვენ ამ პატიების აქტს მივიღებთ და თუ მას არ სურს და უნდა მაინცდამაინც რომ ციხეში იჯდეს, რა ვქნათ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42