ადმინისტრაციის განცხადებით, ამ ცვლილებების მიზეზი ისაა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაშინგტონის 700 ათასზე მეტ მაცხოვრებელს არ ჰქონდა სრულფასოვანი წარმომადგენლობა აშშ-ის კონგრესში.
კანონპროექტის მხარდანჭერები აცხადებენ, რომ დღეს კოლუმბიის ოლქში უფრო მეტი მაცხოვრებელია, ვიდრე ვერმონტისა და ვაიომინგის შტატებში, ხოლო მისი მაცხოვრებლები უფრო მეტ ფედერალურ გადასახადს იხდიან, ვიდრე დანარჩენ 22 შტატში.
კანონპროექტის თანახმად, ახალ ადმინისტრაციულ ერთეულს "ვაშინგტონის შტატი, დუგლასის თანამეგობრობა" ეწოდება. კანონპროექტს კენჭი ამ კვირაში წარმომადგენელთა პალატამ უნდა უყაროს. მისი მიღების შემთხვევაში, კოლუმბიის ოლქი ერთ წარმომადგენელს პალატაში და ორ სენატორს მიიღებს.
2020 წელს წარმომადგენელთა პალატამ უკვე მიიღო კანონპროექტი კოლუმბიის ოლქის 51-ე შტატად გადაქცევის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით ის უარყო სენატმა, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ. კანონპროექტის გატანას სენატში 60 ხმა სჭირდება, სადაც ხმათა რაოდენობა 50-50-ზეა, ხოლო რესპუბლიკური პარტია ამგვარ ტრანსფორმაციას ახლაც ეწინააღმდეგება. ისინი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციას დაარღვევს, რადგან კოლუმბიის ოლქი თავის დროზე იმ მიზნით შეიქმნა, რომ ამერიკის დედაქალაქი არც ერთ შტატს არ დამორჩილებოდა. ამასთან რესპუბლიკელთა წინააღმდეგობა იმითაც არის განპირობებული, რომ კოლუმბიის ოლქში დემოკრატთა მხარდამჭერები სჭარბობს და მათ სენატში წ და წარმომადგენელთა პალატაში 1 ხმა დაემატებათ.
მასალის გამოყენების პირობები






