ნაციონალური მოძრაობის წევრები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ. ისინი ნიკა მელიას მხარაჭერას უცხადებენ.
შეგახსენებთ, ენმ-ს ლიდერი ისევ საპატიმროში რჩება. ის უარს აცხადებს გირაოს გადახდა~ის სანაცვლოდ გათავისუფლებაზე, რადგან მისი თავისუფლებით ვაჭრობა დაუშვებლად მიაჩნია.
მელიას მხარდაჭერები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერი პოლიტპატიმარია და სანამ ის არ გათავისუფლდება, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება.
„სამწუხარო რეალობაა და გულწრფელად ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებმაც თავს უფლება მისცეს, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად ნიკა მელიას ტყვეობაში ყოფნის დროს დოკუმენტზე ხელი მოეწერათ. იმ დოკუმენტის დადებაში, სადაც ლომის წილი თავად ნიკა მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიტანა. ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ სანამ ნიკა მელია უპირობოდ არ იქნება გათავისუფლებული, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობაში" სხვა რაიმე დისკუსია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ იარსებს!", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






