თუ "ქართულ ოცნებაში“ გადალახავენ სიჯიუტეს, შესაძლებელია, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს ისე, რომ ის მორალური არჩევანის წინაშე არ დააყენონ - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 20:56, 20 Apr, 2021     1080

"თუ „ქართულ ოცნებაში“ გადალახავენ სიჯიუტეს, შესაძლებელია, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს ისე, რომ ის მორალური არჩევანის წინაშე არ დააყენონ, რასაც სამწუხაროდ, „ოცნება“ ცდილობს", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პოზიციაა, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ორმხრივი ნდობის საფუძველზეა შესაძლებელი.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ვიდრე მელია არ გათავისუფლდება, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი დასრულებულად ვერ ჩაითვლება.

"შარლ მიშელმა საჯაროდ თქვა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივი ნდობის საფუძველზე. ეს არის ზოგადი პოლიტიკური განცხადება ბატონი შარლ მიშელის. მას აქვს საუბრები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, ჰქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთანაც, ჩვენ ამ საუბრების შინაარსი არ ვიცით, მან ჩვენი პოზიცია იცის. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი მეორედ ჩამოდის 6 კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ჩვენ ეს, როგორც ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ, ეს არის ამოცანა. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის ყოველ 6 კვირაში აქ ივლის. ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამავდროულად, სანამ არ გადაწყდება ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი, სამწუხაროდ, პოლიტიკური კრიზისი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, აუცილებელია მოიძებნოს ამ ვითარებიდან გამოსავალი. „ქართული ოცნების“ ხელშია ეს გასაღები, თუ ისინი გადალახავენ ამ სიჯიუტეს და ქვეყნის ინტერესებიდან გამოვლენ, შესაძლებელია, მელიას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს ისე, რომ ის მორალური არჩევანის წინაშე არ დააყენონ, რასაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42