პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, არის გიორგი რურუას შეწყალება - მოვუწოდებ პრეზიდენტს, აღარ გადადოს - ბაქრაძე
პოლიტიკა - 20:38, 20 Apr, 2021     986

"პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, ეს არის გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან" , - ამის შესახებ შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტ მიშელისგან მოვისმინეთ, არის ის, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით პროცესში მისი ჩართულობა არ სრულდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტის სრულად შესრულებას, მის იმპლემენტაციას. ამ პროცესის მონიტორინგში მონაწილეობას მიიღებენ ელჩებიც და შარლ მიშელიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის პირადად და კოლეგების დიდი ნაწილისთვის ამ პროცესში მთავარი საკითხი სწორედ პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლებაა. ეს თემა დადგა და ის დააყენა პრაქტიკულად ყველა გამომსვლელმა. ჩემთვის ეს იყო მთავარი თემა და ახლაც ვიმეორებ -მიმაჩნია, რომ გზას სხვა საკითხების შესულებისკენ გახსნის მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება. პრეზიდენტი მიშელი ამ მიდგომას იზიარებს, მისი პოზიციაცაა, რომ ეს უნდა იყოს საკითხი, რომლითაც დაიწყება ხელშეკრულების შესრულება და რომელიც მეტ შესაძლებლობას შექმნის, რომ უფრო მეტ საკითხსა და რეფორმებზე ვისაუბროთ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ეს, მათ შორის პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, ეს არის გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან. გეტყვით იმასაც, რომ მნიშვნელოვანი რაღაც მოვისმინეთ, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ნიკა მელიას პერსონალურ ნებას და გადაწყვეტილებას და ამ ფარგლებში უნდა მოიძებნოს გამოსავალი“, - განაცხადა ბაქრაძემ, რომელმაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდა, „რურუას შეწყალება აღარ გადადოს და ეს დღეს ან ხვალ, უახლოეს დღეებში გააკეთოს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42