ამ შეთანხმებას შეუძლია დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე - სენატორი რიში
პოლიტიკა - 20:31, 20 Apr, 2021     1143

"კომპრომისი პირველი ნაბიჯია, შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება" , - ასე ეხმაურება აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში , ქართულ ოცნებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმების გაფორმებას.

მისივე თქმით, ამ შეთანხმებას შეუძლია დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე.


"ორშაბათს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ქვყეანას თვეებია უდგას. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ შეთანხმება ითვალისწინებს მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმებს, ორი დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერის საკითხის გადაწყვეტას და პარლამენტში ოპოზიციის შესვლის უზრუნველყოფას. თავისი ძალისხმევით, ორივე მხარემ გამოიჩინა ლიდერობა და გამბედაობა, ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის სარგებლობის მოტანით. ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნება.

მადლიერი ვარ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის ხელმძღვანელობის და ელჩი დეგნანის ლიდერობით შეერთებული შტატების საელჩოს გუნდის მიერ გაწეული დაუღალავი შრომის.

კომპრომისის პოვნა იყო პირველი ნაბიჯი, თუმცა შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება. ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას აქვთ პასუხისმგებლობა, შეასრულონ ეს შეთანხმება წერილობითაც და სულისკვეთებითაც, რათა აღდგეს პოლიტიკური ნდობა. როგორც არაერთხელ უკვე აღმინიშნავს, საქართველომ უნდა გაიაროს პოლიტიკური დევნის ეტაპი და იაროს ძლიერი და კეთილდღეობის მქონე ქვეყნის მშენებლობისკენ. ეს ქვეყანას ამ მიმართულებით წაიყვანს, თუმცა შეერთებული შტატები, ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობრების ჩათვლით, მჭიდროდ დააკვირდებიან ამ პროცესს" , - წერს რიში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42