აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტიმ მთავარ არხთან ქვეყანაში არსებული დემოკრატიული პროცესები განიხილა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს დემოკრატიული მმართველობის საკითხები. მისი განმარტებით, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში ჩასმით საქმე ვერ გაკეთდება:
"ფუნდამენტური რეაქცია ვაშინგტონში არის ის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს მოსაგვარებელი დემოკრატიული მმართველობის საკითხები. პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ და გამოსავალზე იფიქრონ და პოლიტიკური ოპონენტების ციხეში ჩასმით საქმე ვერ გაკეთდება. კომპრომისი უნდა იქნას მიღწეული. ეს ყველას უნდა ესმოდეს, რადგან ჩვენ სახიფათო დროში ვცხოვრობთ. მე კარგად მესმის საქართველოს პრობლემები. 2019 წლის შემდეგ მანდ არ ვყოფილვარ, კოვიდის გამო, თუმცა კარგად ვიცი, რა აწუხებს თქვენს ქვეყანას, მათ შორის ბორდერიზაციის პრობლემები. საქართველოს მთავრობა და ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაუფრთხილდეს ამერიკიდან ორპარტიულ მხარდაჭერას. ამის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მე არა მგონია, რომ ეს მოხდეს, მაგრამ როდესაც არადემოკრატიული ნაბიჯები იდგმება, ხალხი აქ ამას იმახსოვრებს" - განაცხადა ტეფტიმ.
მასალის გამოყენების პირობები






